Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ისტორია პროფესიული სტუდენტებისთვის

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები უნივერსიტეტის პირველ კორპუსს ეწვივნენ, სადაც მისი დაფუძნების ისტორიას გაეცნენ. შემეცნებითი ვიზიტი კარიერული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

საინტერესო ისტორიები კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დამფუძნებლების, პირველი სტუდენტებისა და პროფესურის, პირველი გაცვლითი პროგრამების, ევროპასა და აშშ-ში გაგზავნილი ქართველი სტუდენტების შესახებ, სტუდენტებმა თსუ მუზეუმში  მოისმინეს და ამ და სხვა ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტო და დოკუმენტურ მასალებიც  იხილეს.

 

საინტერესო ისტორიები ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში გაგრძელდა. უნივერსიტეტის იმ ოთახში, სადაც სიცოცხლის უკანაკსნელი დღეები გაატარა დიდმა ქართველმა პოეტმა და მწერალმა. მუდმივმოქმედი ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მასალები,  ხელნაწერები და პირად ნივთები.

თარიღი: 18/12/2025